loader

უკმაყოფილო ქუთაისელმა გუბაზ სანიკიძეს კაბინეტის კარი ე.წ. სკოჩით "აუჭედა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკმაყოფილო ქუთაისელმა გუბაზ სანიკიძეს კაბინეტის კარი ე.წ. სკოჩით "აუჭედა"

ქუთაისის მერიაში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის კაბინეტი წებოვანი ლენტით - ე.წ. სკოჩით "აჭედეს". როგორც აქციის ორგანიზატორმა შალვა კამლაძემ განაცხადა, გუბაზ სანიკიძე არჩევნების შემდეგ, ოქტომბრიდან დღემდე, საერთოდ არ გამოჩენილა შენობაში და შესაბამისად, არც კაბინეტში ყოფილა. მისივე თქმით, გუბაზ სანიკიძეს კანონი ავალდებულებს, სამ კვირაში ერთხელ მაინც შეხვდეს ქუთაისელებს, თუმცა თვეობით დადიან ადამიანები და მაჟორიტარი დეპუტატი ერთხელაც არ შეხვედრიათ.

პროტესტის ნიშნად შალვა კამლაძემ გუბაზ სანიკიძის სამუშაო კაბინეტსა და ტრაფარეტს, სადაც წერია - "მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე", წებოვანი ლენტი გადააკრა.