loader

რა მოსდით თავში გარდა სიველურისა, რომ მშობლის ჯიბიდან ბავშვის ხარჯზე ამოიღო ფული - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოსდით თავში გარდა სიველურისა, რომ მშობლის ჯიბიდან ბავშვის ხარჯზე ამოიღო ფული - გიორგი მარგველაშვილი

"რა ასოციაცია მოსდის ვინმეს თავში გარდა სიველურისა, რომ მშობლის ჯიბიდან ბოლომდე ამოიღო ფული მისი ბავშვის ხარჯზე", - განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში". მისი თქმით, მოქალაქეების მეთოდური გაღატაკება წინა ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკა იყო. თანაც იმ ქვეყანაში, სადაც "საშუალო ხელფასი არის 141 ლარი, საარსებო მინიმუმი 133 ლარია და 200 ლარს ართმევდნენ ბავშვზე". მარგველაშვილის განცხადებით, შესაძლოა, წინა მთავრობას თავიდან ამის ფინანსური რესურსი არ ჰქონდა, მაგრამ იმ მომენტიდან, როცა ბიუჯეტში დამატებითი თანხები გაჩნდა, წინა ხელისუფლება მას უმიზნოდ ხარჯავდა.