loader

მაკიაჟით და... ბლანჟეთი - ქალს მშობიარობის შემდეგ წვერი ამოუვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაკიაჟით და... ბლანჟეთი - ქალს მშობიარობის შემდეგ წვერი ამოუვიდა

49 წლის გერმანელი ქალი, სახელად მარიამი, ბლანჟეს ატარებს და ამბობს, რომ ასეთი სექსუალური არასდროს ყოფილა. მარიამს სახეზე თმიანობა მას შემდეგ დაეწყო, როდესაც 28 წლის წინ იმშობიარა. ჰორმონალური დარღვევის შემდეგ ქალბატონს სახეზე თმ ამოუვიდა. რამდენიმე წლის წინ მან ეპილაციაზე უარი თქვა და ახლა ბლანჟეს იზრდის. ბრიტანულ ტელეშოუში "This Morning" სტუმრად მყოფმა ქალმა გულახდილად ისაუბრა: "დღეს თავს კარგად ვგრძნობ. წვერი მაქვს, მაგრამ მაკიაჟი მალამაზებს. სახიდან თმის მოსაშორებლად უამრავი ხერხი ვცადე, მაგრამ თმა უფრო ხშირდებოდა და ამ პროცედურების გაკეთება ყოველ დილით მიწევდა. რამდენიმე წლის წინ უმუშევარი დავრჩი და პროცედურებისთვის ფულის გადახდას ვეღარ ვახერხებდი. ამიტომ მის ზრდას ხელი არ შევუშალე", - ამბობს მარიამი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე