loader

1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობა სოფლის ექიმს დაეკისრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობა სოფლის ექიმს დაეკისრა

ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობა დაეკისრა სოფლის ექიმს, რომელსაც 4 თვით ლიცენზია შეუჩერდა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

სერგეენკომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემას დაუკავშირა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გოგიტა აბაშიძე დაუბალანსებელი კვების შედეგად გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტი უკვე შესწავლილია - პასუხისმგებლობა დაეკისრა სოფლის ექიმს, რომელსაც 4 თვით შეუჩერდა ექიმის ლიცენზია და ასევე, დაეკისრა კვალიფიკაციის ამაღლება.

დავით სერგეენკომ სოციალურ მუშაკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, თუმცა გოგიტა აბაშიძის ფაქტთან დაკავშირებით გარდაცვალებამდე განგაში არ აუტეხიათ.