loader

ხელმოტეხილი პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში და მისით დაინტერესებული პოლონური მედია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელმოტეხილი პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში და მისით დაინტერესებული პოლონური მედია

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე პოლონეთში ვიზიტის ამსახველი რამდენიმე ვიდეო განთავსდა. პრეზიდენტი დღეს ვარშავაში პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძმას, ყოფილ პრემიერს იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა. შეხვედრა სტუმრის საპატივცემულოდ გამართული სადილის ფარგლებში შედგა. შეხვედრას საქართველოს პირველი ლედი და დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

სადილის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ადგილობრივი მედიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი დახვდა. "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა პოლონური მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.