loader

ბაჩო ახალაია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ბაჩო ახალაია მოსამართლემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ამის მიზეზი ახალაიას მხრიდან პროკურორთან და საქმის ერთ-ერთ მოწმესთან პოლემიკაში შესვლა გახდა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ახალაიას განუმარტა, რომ პოლემიკაში შესვლის უფლება არ ჰქონდა და თუკი ასე გააგრძელებდა, დარბაზიდან გააძევებდა. ახალაიამ უპასუხა, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რის შემდეგაც, დარბაზიდან გააძევეს.

პროტესტის ნიშნად, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ თავადაც ტოვებდა დარბაზს. მოსამართლე დარახველიძემ მას განუმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში ის დაჯარიმდებოდა. რომეო საჯაიამ დარბაზი მაინც დატოვა, რის გამოც, მას 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი ამ დრომდე გრძელდება, თუმცა დარბაზი პროტესტის ნიშნად დამსწრეთა ნაწილმაც დატოვა.