loader

ევროპელი სტუდენტების "ჟუჟუნა წვიმა" და "სულიკო" პრეზიდენტის პატივსაცემად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპელი სტუდენტების "ჟუჟუნა წვიმა" და "სულიკო" პრეზიდენტის პატივსაცემად

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა თავის გამოსვლაში ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე, შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე, ევროპულ არჩევანსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა გამოსვლის შემდეგ კოლეჯის სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრა ევროპელმა სტუდენტებმა სპეციალურად საქართველოს პრეზიდენტის საპატივცემულოდ მომზადებული კულტურული ღონისძიებით დაასრულეს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა დარბაზშივე რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულეს. მოგვიანებით პრეზიდენტი ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

იხილეთ: ხელმოტეხილი პრეზიდენტი პოლონეთში და მისით დაინტერესებული მედია

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია