loader

სიმართლის მოლოდინში ტრაგედიიდან 7 თვის შემდეგ - უცნობი დეტალები რაფალიანცის საქმეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმართლის მოლოდინში ტრაგედიიდან 7 თვის შემდეგ - უცნობი დეტალები რაფალიანცის საქმეში

10 თვის ბარბარე რაფალიანცის შემზარავი მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული და ამ ამბის ირგვლივ ტყუილ-მართალი ერთმანეთში ისეა არეული, სიმართლის გარკვევა ჭირს.

დანაშაული გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 2011 წლის 30 სექტემბრის ღამით მოხდა. მძინარე ბარბარე საძინებელი ოთახიდან გაქრა. საათნახევრიანი ძებნის შემდეგ სახლის მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში, ჩვილის ცხედარი იპოვეს.

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ დანაშაულის გასახსნელად ყველა ღონეს ხმარობენ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ფაქტიდან 7 თვის თავზე ირკვევა, რომ ძალოვანებს ტრაგედიის ადგილი საფუძვლიანად არც კი შეუსწავლიათ. ქვევრი ამდენ ხანს წყლით სავსე იყო და დაცლა აზრად არავის მოსვლია. 

დანაშაულიდან 7 თვის თავზეც ოჯახი მკვლელობის ერთადერთ მოტივად ისევ პოლიტიკას ასახელებს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობისკენ" კატეგორიულად აღარ იშვერს ხელს.

(სიუჟეტში გამოყენებულია "კახეთის საინფორმაციო ცენტრის (ick.ge)
" ვიდეომასალა)

ავტორი: თეა ხურცილავა

იხილეთ "კვირის პალიტრის" სტატია: "ბოდიში კი არა, საქმის გამოძიება გვინდა!