loader

ყალბი დიპლომის დამზადების ბრალდებით ყოფილი რექტორი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყალბი დიპლომის დამზადების ბრალდებით ყოფილი რექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული ანზორ ჩ. და 1954 წელს დაბადებული თამაზ ხ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ანზორ ჩ-მ მოქალაქეს დიპლომის დამზადების სანაცვლოდ 2800 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. ამ თანხიდან 300 დოლარი ავანსად დაიტოვა, ხოლო დიპლომის დამზადება თანამზრახველს, ერთ-ერთი გაუქმებული უმაღლესი სასწავლებლის ყოფილ რექტორ თამაზ ხ-ს სთხოვა.

სამართალდამცველებმა ანზორ ჩ. მეტროსადგური "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მან მოქალაქეს დარჩენილი 2500 აშშ დოლარი გამოართვა და დამზადებული ყალბი დიპლომი გადასცა, ხოლო თამაზ ხ. ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს.

თამაზ ხ-ს ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოქალაქის მიერ გადახდილი 300 აშშ დოლარი, მისი 3 ფოტოსურათი, პირადობის მოწმობის და ატესტატის ასლები, ასევე, 19 შეუვსებელი ყალბი დიპლომი ამოიღეს.