loader

ქართული დელეგაცია, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიაში იმყოფება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული დელეგაცია, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრება.

კონფერენცია ორდღიანია და ის გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორის, ქრეიგ კენედის მიერ არის ორგანიზებული. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობენ: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი.

კონფერენციას ასევე ესწრებიან: ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია.

კონფერენციაზე განხილვის თემაა საქართველოს როლი რეგიონში და რეგიონს მიღმა, საქართველოს განვითარების გზა.