loader

ტრაგიკული მარათონი ბოსტონში - აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგიკული მარათონი ბოსტონში - აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ბოსტონში მარათონის ფინიშის ხაზთან მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, დაშავდა 134 ადამიანი, რომელთაგან 17 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულთა შორის ერთი 8 წლის ბავშვია. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორმა დევალ პატრიკმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ რაიონთან მიახლოებისგან, სადაც აფეთქებები მოხდა.

მომხდარს ტერაქტის მუხლით გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.

მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ. მისი თქმით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ იცის, ვინ იდგა აფეთქებების უკან, თუმცა გამოძიება ძალიან ფრთხილად იმოქმედებს. "ხალხმა ნაადრევი დასკვნები არ უნდა გააკეთოს, ვიდრე ფაქტებს არ ვიცნობთ. თუმცა ჩვენ ყველაფერს გამოვიძიებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

მისივე განმარტებით, სპეცსამსახურები, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებენ. ამ ეტაპზე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტები. ბოსტონის საჰაერო სივრცეში კი ფრენა აკრძალულია.