loader

ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებას ბოდვას უწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებას ბოდვას უწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დათა ახალაიას განცხადებას ბოდვას უწოდებს. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელშივე ეხმაურება.

"მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის თუ არა გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია, ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას. სწორედ ამიტომ 19 აპრილს, 16 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე!" - აღნიშნავს მერაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია