loader

მიხეილ სააკაშვილი მზად არის აგვისტოს ომის თაობაზე პარლამენტში მივიდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი მზად არის აგვისტოს ომის თაობაზე პარლამენტში მივიდეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საუბრის დეტალებს იხსენებს .
როგორც პრეზიდენტმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა, მას პრემიერთან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით საუბარი პირველივე შეხვედრაზე ჰქონდა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის აგვისტოს ომის თაობაზე პარლამენტში მივიდეს. მისი თქმით, სამართლებრივი მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვაა.

პრეზიდენტმა კორუფციულ გარიგებებში მისი და წინა მთავრობის მონაწილეობა უარყო. მისი თქმით, ის თავს დადებს, რომ ფული არ მოუპარავს და არც მისი მთავრობის წევრებს არ მიუთვისებია.