loader

დაცვის თანამშრომლები დასაცავი ობიექტის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაცვის თანამშრომლები დასაცავი ობიექტის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: მალხაზ ბ, ბესიკ კ, ზურაბ შ. და დავით დ. ქურდობის ფაქტზე დააკავეს.

ოთხივე ბრალდებული წლების განმავლობაში ხელვაჩაურში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა "ბი-თი-ემ ტექსტილის" დაცვის სამსახურში მუშაობდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2011 წლის მარტიდან 2013 წლის აპრილამდე სამკერვალო ფაბრიკა და მის ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტი ოცჯერ გაქურდეს. ამ დროისთვის დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2 წლის განმავლობაში 15 000 ლარის ღირებულების სიგარეტი და 50 000 ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი მოიპარეს.