loader

"ხალხო, არ მომიპარავს ფული" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხო, არ მომიპარავს ფული" - მიხეილ სააკაშვილი

"ამდენ ხანს ხომ ამბობდნენ, ელექტროენერგიის ტარიფის ერთი ლარი მიდის სააკაშვილის ჯიბეშიო. ბევრმა დაიჯერა, სამწუხაროდ. ხალხო, არ მომიპარავს ეს ფული და არ მიმითვისებია. თავს დავდებ თითქმის ყველაზე ჩვენი მთავრობიდან, რომ არ მოუპარავს და ეს ჩანს. ძალიან ბევრი მილიარდი დავუტოვეთ, თუნდაც იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელსაც ახლა აკეთებენ. ეს ვერ იპოვეს, ამიტომ იპოვეს უნივერსალური თემა - ომი. ომი არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება გამოიყენო პოლიტიკური მიზნების გადასაწყვეტად" - აღნიშნა პრეზიდენტმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას.

ამასთან, პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ თუ საპარლამენტო კომისია შეიქმნება აგვისტოს ომის თაობაზე, პარლამენტში მივა და კითხვებს პასუხს გასცემს.


ასევე იხილეთ:

დათა ახალაია 2-3-ჯერ შეიძლება მყავდეს ნანახი - მიხეილ სააკაშვილი

ჩემი პრეზიდენტობა ახლა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია - მიხეილ სააკაშვილი