loader

"ნაციონალური მოძრაობის" კრახი ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა - მარიკა ვერულაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობის" კრახი ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა - მარიკა ვერულაშვილი

დღესაც ვთვლი და მაშინაც ვთვლიდი, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაულია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია დატოვა იმის გამო, რომ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კრახის შემდეგ ვანო მერაბიშვილი კვლავ დარჩა გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

ვერულაშვილის ინფორმაციით, დათა ახალაიას სახელით გავრცელებული წერილი ნამვილად დათა ახალაიას ეკუთვნის და ეს წერილი იყო "სიურპრიზი" ვანო მერაბიშვილის დაბადების დღისთვის. 

რაც შეეხება გავრცელებულ ცნობას, რომ როლანდ ახალაიაც აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას, მარიკა ვერულაშვილის განცხადებით, მისი ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

ეს განცხადებები მარიკა ვერულაშვილმა ბაჩო ახალაიას პროცესის დაწყებამდე გააკეთა.