loader

19 აპრილს იწყება ყველაფერი - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

19 აპრილს იწყება ყველაფერი - ვანო მერაბიშვილი

19 აპრილს არ მთავრდება ყველაფერი, 19 აპრილს იწყება ყველაფერი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ძალიან ეშინია 19 აპრილის და ყველაფერს აკეთებს, რომ 19 აპრილს რუსთაველზე მასობრივი შეკრება არ მოხდეს, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას ხალხის ძალიან ეშინია. მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს, აქცენტები სხვა თემაზე გადაიტანოს, მაგრამ ბევრს შეკითხვაზე არ აქვს პასუხი, არ აქვს პასუხები უმუშევრობაზე, ასევე, ვალდებულებების შესრულებაზე.

მანვე განცხადება გააკეთა მარიკა ვერულაშვილის განცხადებაზე და დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ მიმართვაზე: "შეიძლება ხვალაც, ზეგაც, ადამიანმა ვერ გაუძლოს სხვადასხვა ცდუნებას, ზეწოლას, დაშინებას, შანტაჟს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი ბირთვი, ჩვენი ძირითადი მეგობრები და ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთად, იმიტომ, რომ წინააღმდეგობა გვაძლიერებს; უფრო მეტიც, გვაძლევს მეტ გამოცდილებას, რათა უფრო ნაკლები შეცდომა დავუშვათ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.


ასევე იხილეთ:

"ნაციონალური მოძრაობის" კრახი ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა - მარიკა ვერულაშვილი

დათა ახალაიას სახელით ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო მიმართვა ვრცელდება