loader

უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ახლობლები ექიმის გასამართლებას მოითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ახლობლები ექიმის გასამართლებას მოითხოვენ

ბათუმის იუსტიციის სახლთან, სადაც პროკურატურაა განთავსებული, ქობულეთის სოფელ გორგაძეების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

მოსახლეობა ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს თანამშრომელს, თემურ ბრეგვაძეს პაციენტის, 41 წლის იური დევაძის არასწორად მკურნალობაში ადანაშაულებს და პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვს. იური დევაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში სამი თვეა, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჯუმბერ დევაძემ განაცხადა, იური დევაძე ექიმის არასწორი მკურნალობის და ჭარბი დოზით მიღებული მედიკამენტების გამო სიკვდილის პირასაა მისული. მოსახლეობა ბრალეულობის დამტკიცების მიზნით პროკურატურას პაციენტზე ექსპერტიზის ჩატარებას სთხოვს.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ნანა დგებუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თემურ ბრეგვაძე ამჟამად შვებულეაშია. მისი განმარტებით, თემურ ბრეგვაძემ პაციენტის საავადმყოფოში ვიზიტი შესაბამის ჟურნალში ოფიციალურად არ გააფორმა.