loader

რა მოთხოვნებით გაიფიცნენ კერძო ტაქსების მძღოლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოთხოვნებით გაიფიცნენ კერძო ტაქსების მძღოლები

თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე, დღეს რამდენიმე ათეული ტაქსის მძღოლი შეიკრიბა. ისინი სამგზავრო ტარიფების დაკლებას აპროტესტებდნენ. მძღოლები წარმოადგენდნენ კომპანია "ნოსტალგიას", რომლის შემადგენლობაშიც შედის ტაქსები გამოძახებით: 200-200, 14-14 და სხვა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი გაბრიჩიძის განცხადებით, მათ სამგზავრო ტარიფები ხელმძღვანელობამ 30%-ით შეუმცირა, რის შემდეგაც რთული ხდება მუშაობის გაგრძელება.

გაფიცული ტაქსის მძღოლების ნაწილი დღის ბოლოს სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. კომპანია "ნოსტალგიის" ხელმძღვანელის, ნიკა ხოფერიას განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად მძღოლების ნაწილმა მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ტარიფის დაკლებას, ხოფერიას თქმით, ეს არ მომხდარა, რადგან 3-ლარიან ტაქსებზე ტარიფის კიდევ დაკლება შეუძლებელია.