ოჯახის გამოსახლებას ფიზიკური დაპირისპირება მოყვა
ჯაფარიძეების #6-ში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების გამოჩენას ხმაური მოყვა. ბიუროს თანამშრომლებმა სახლს დაცალეს და შენობიდან საყოფაცხოვრებო ნივთები გაიტანეს, რასაც იქ მცხოვრებლებსა და ბიუროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოყვა. საქმე ეხება 60 კვ. სადავო ფართს, რომლის დაცლის შემდეგაც შენობის დემონტაჟი დაიწყება.
როგორც "რუსთავი 2"-თან თემურ ჟღენტი აცხადებს, ფართი 1995 წელს შეიძინა და შემდეგ მის მიწაზე შენობა უკანონოდ ააშენეს. ხოლო ყურბანოვები, რომლებსაც ასახლებენ, ამბობენ, რომ ეს სახლი მათ საკუთრებაშია და წლებია, აქ ცხოვრობენ.
ადგილზე იმყოფებოდა ყურბანოვების ადვოკატიც, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა სასამართლო გადაწყვეტილების შესაჩერებლად, თუმცა, სასამართლომ უარი თქვა გადაწყვერტილების შეჩერებაზე. ადგილზე სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიციაც იყო მიბილიზებული.