loader

ჩინეთში 6,6 ბალიან მიწისძვრას 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთში 6,6 ბალიან მიწისძვრას 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარი 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით 70-მდე ადამიანი დაიღუპა. 600-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაზიანდა 10 ათასი სახლი. საერთო ჯამში, მიწისძვრის შედეგად 80 ათასი ადამიანი დაზარალდა. შექმნილი მდგომარეობის გამო შეჩერებულია აეროპორტისა და რკინიგზის მუშაობა. რეგიონში 2 ათასი სამხედროა მობილიზებული, რომლებიც სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ.

2008 წელს სიჩუანში მომხდარმა 8 ბალიანმა მიწისძვრამ 90, 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.