loader

მარათონი კუს ტბაზე ბოსტონში მომხდარი ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარათონი კუს ტბაზე ბოსტონში მომხდარი ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად

ბოსტონში მომხდარი ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად კუს ტბაზე მარათონი გაიმართა. გარბენს რამდენიმე ათეული მონაწილე ყავდა. მარათონს შეუერთდნენ კომპანიების წარმომადგენლები , რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. მათ შორის - "მედია პალიტრა", "ვისოლ ჯგუფი", "ავერსი", "სნო", "ჰაიდელბერგ ცემენტი" და სხვები.

როგორც კუს ტბაზე შეკრებილები აცხადებდნენ, ისინი გმობენ ძალადობასა და ტერაქტს, რომელიც აშშ-ში სწორედ მსგავსი სპორტული ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა. 

სოლიდარობის მარათონის მონაწილეებს დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც შეუერთდა და ქართველ ხალხს ამერიკელების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ბოსტონში 15 აპრილს სპორტული მარათონის მიმდინარეობისას, ფინიშის ხაზთან ორი აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 176 დაშავდა.