loader

გიგი უგულავას მეუღლეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავას მეუღლეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას, მეუღლეს ლელა კილაძეს მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოართვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, როდესაც საპატრულო პოლიციამ ლელა კილაძე გააჩერა, აღმოჩნდა, რომ ის ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ლელა კილაძე პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან მეორედ აღმოაჩინა, მას 1 წლით მართვის მოწმობა ჩამოერთვა.
აღნიშნული ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.