loader

"რეალობიდან აბსტრაქციამდე" - მელექსე და მომღერალი ქართველი პოლიციელები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რეალობიდან აბსტრაქციამდე" - მელექსე და მომღერალი ქართველი პოლიციელები

მუზას თანამდებობა და სამხრეები არ აინტერესებს; თუ ვინმეს ეწვია, ლექსსაც დააწერინებს და სცენაზეც აამღერებს. დაძაბული სამსახურის შემდეგ პოლიციის კაპიტანი გოგა ლომიძე განცდილ ემოციებს სტრიქონებად კინძავს. ლექსებს ის ქართულ და რუსულ ენებზე წერს. ახლახან მისი კრებულის - "რეალობიდან აბსტრაქციამდე" პრეზენტაციაც შედგა.

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელ-ინსპექტორ ბექა რაზმაძეს ვოკალური მონაცემების წყალობით სასცენო კარიერა შეეძლო გაეკეთებინა, თუმცა პროფესიით იურისტმა სცენას სამართალდამცავი სტრუქტურები ამჯობინა.