loader

ერიდეთ მშიერ პოლიციელს! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერიდეთ მშიერ პოლიციელს!

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, მშიერმა პოლიციელმა "მაკდონალდსში" რიგის წართმევის გამო მოზარდი ლამის მოკლა. დეტექტივი-სერჟანტი სკოტ ბიუმი სწრაფი კვების ობიექტთან თავის შეკვეთას ელოდა, როდესაც 18 წლის ახალგაზრდამ წინ მანქანა ჩაუყენა. სკოტმა ჯერ "მაკდონალდსის" თანამშრომლებს დაუწყო ლანძღვა, შეკვეთის მოტანას ამდენ ხანს რომ ანდომებდნენ; მერე კი მოზარდზე გადავიდა. მისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, სკოტმა საქმეში პისტოლეტი ჩართო და ახალგაზრდას იარაღით დაემუქრა.

ამ შემთხვევას მოწმეები არ ჰყოლია, თუმცა "მაკდონალდსში" დამონტაჟებულ უსაფრთხოების კამერას არაფერი გამოჰპარვია. უახლოეს მომავალში პოლიციის გულფიცხ ოფიცერს სასამართლოს წინაშე მოუწევს თავის მართლება.