loader

"არ არის საჭირო ხულიგნურ-ძველბიჭური საუბარი" - გოკა გაბაშვილი გია ხუხაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ არის საჭირო ხულიგნურ-ძველბიჭური საუბარი" - გოკა გაბაშვილი გია ხუხაშვილს

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში", ბიძინა ივანიშვილის ევროპის საბჭოში გამოსვლის შეფასებისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძისთან პოლემიკისას აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ისეთი განწყობით ჩავიდა სტრასბურგში, თითქოს ევროპელ პარლამენტარებს 9 წლის განმავლობაში თვალებში ნაცარს აყრიდნენ და ატყუებდნენ. "წარმოუდგენელია, როცა გამოცდილ პოლიტიკოსებს ეუბნებით, რომ 9 წელი გაგებაში არ იყავით რა ხდებოდა თქვენთვის მნიშვნელოვან ქვეყანაში, სააკაშვილი გატყუებდათ. თქვენი მიდგომა, რომ ხელისუფლება სიცრუის მანქანაში ცხოვრობდა და მხოლოდ თქვენ იცით სიმართლე, არ არის მართალი. ჰკითხეთ ქალბატონო მანანა თქვენივე ელჩებს, რა ქვია ასეთ გამოსვლას ევროსაბჭოში?!" - დასძინა საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

გაბაშვილის გამოსვლამ ექსპერტ გია ხუხაშვილის გაღიზიანება გამოიწვია: "9 წელიწადი ვისმენდით ამ დემაგოგიას და ეს ადამიანები ასეთი "გონორით" არ უნდა ლაპარაკობდნენ. 9-წლიანი პოლიტიკის შედეგი როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის გაგებით იყო სრული კატასტროფა. დავიღალეთ ბატონო გოკა, დავიღალეთ. მე კი არა, მთელი ქართველი საზოგადოება დაიღალა ამ რიტორიკით" - დასძინა ხუხაშვილმა.

ასევე იხილეთ: გია ხუხაშვილმა "ბიზნესკურიერში" კახა ბენდუქიძესთან დებატები დატოვა