loader

რატომ გააშიშვლეს ციხის ექთანი ჩხრეკისას და რაში ადანაშაულებს სოზარ სუბარს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გააშიშვლეს ციხის ექთანი ჩხრეკისას და რაში ადანაშაულებს სოზარ სუბარს

სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებიდან გათავისუფლებული ექთანი ციალა კაშია მინისტრ სოზარ სუბარს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებს. ციალა კაშიამ ჟურნალისტებს ვიდეომასალა გადასცა, რის საფუძველზეც #16 დაწესებულებიდან მინისტრის ბრძანებით გაათავისუფლეს. ციალა კაშია ამავდროულად სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროს ექიმად მუშაობდა და მის მიმართ აღძრულ საქმეს სწორედ ამ პერიოდს უკავშირებს. როგორც მან აღნიშნა, სასწრაფოდან გათავისუფლების შემდეგ შიმშილობდა დანარჩენ ექიმებთან ერთად და "ნაციონალებთან" დაახლოებულ არაერთ პირს ნიღაბი ჩამოხსნა, რის შემდეგაც მასზე დევნა დაიწყო და სასჯელაღსრულების სისტემაში დარჩენილმა პირებმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებენ, მასზე შური იძიეს.

მისივე თქმით, ვიდეომასალა, რომელიც დღეს მედიას გადაეცა, ასახავს, როგორი უფლებების დარღვევით ხდებოდა მისი შემოწმება. ამასთან, ციალა კაშიას თქმით, პირი, რომელიც ჩხრეკას უტარებდა, მისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებას ცდილობდა. რაც შეეხება სოზარ სუბარის მისამართით ციალა კაშიას განცხდებას, ბრალდებულმა მინისტრის 13 აპრილის ბრძანება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ციალა კაშია სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან ფარულად მობილური ტელეფონის შეტანის გამო თავისუფლდება.

იხილეთ: სოზარ სუბარი თვლის, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაურღვევია