loader

ციხისძირის მოსახლეობა სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დასჯას მოითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ციხისძირის მოსახლეობა სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დასჯას მოითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა 14 აპრილს მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებას და სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დასჯას ითხოვს. მოსახლეობა ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ინციდენტში მონაწილე მესამე პირის ძებნა არ მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივმა თამაზ ნოღაიდელმა აღნიშნა, ის უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ გირაოს შეფარდების გამო.

ნასვამ მდგომარეობაში სამხედრო პოლიციის სამი თანამშრომელი 14 აპრილს ციხისძირში იმყოფებოდა. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილობრივ მოსახლეობას. როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა თემურ ქედელიძემ აღნიშნა, გირაოთი გათავისუფლებული პირები დაუყოვნებლივ უნდა დააპატიმრონ.

როგორც აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გიორგი თორდიამ აღნიშნა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ინციდენტში მონაწილე პირებზე პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. გიორგი თორდიას თქმით, მიმალვაში მყოფ მესამე პირს სამართალდამცველები ეძებენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ინციდენტში მონაწილე მალხაზ მამფორიასა და პაატა გვილიას 15 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო მიმალვაში მყოფ ონისე ხუბულავას - პატიმრობა.