loader

ყოფილმა მხარდამჭერმა "ქართული ოცნების" მაისური შემოიხია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყოფილმა მხარდამჭერმა "ქართული ოცნების" მაისური შემოიხია

პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ბანკებისა და კერძო იპოთეკარების ვალი აქვთ და გადაუხდელობის გამო ბინებიდან ასახლებენ. მოშიმშილეები პრემიერისგან გასახლების შეჩერებას და გრძელვადიან, დაბალპროცენტიან სესხს ითხოვენ. ამ მოთხოვნებზე მოშიმშილეებმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, ამდენი ხანია, მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა პროტესტის ნიშნად "ქართული ოცნების" მაისური მაკრატლით შემოიხია.