loader

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში მერია განთავსდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში მერია განთავსდება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა დაათვალიერა. როგორც ჩავლეიშვილმა განაცხადა, შენობაში ბათუმის მერია განთავსდება, რადგან არსებული ფართი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის საკმარისი არ იქნება. როგორც მან აღნიშნა, შენობა დაუმთავრებელია და სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალება მხოლოდ თვითმმართველობას აქვს.

შენობაში სარემონტო სამუშაოები პირველ, მეორე და მესამე სართულებზე ნაწილობრივ დასრულებულია, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილის სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა.