loader

ფსიქიატრიულში 38 ადამიანი ცოცხლად დაიწვა - ტრაგედია მოსკოვის მახლობლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფსიქიატრიულში 38 ადამიანი ცოცხლად დაიწვა - ტრაგედია მოსკოვის მახლობლად

38 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის მახლობლად, სოფელ რამენსკში მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. მხოლოდ სამი ადამიანი გადაურჩა უბედურებას - მედდამ, რომელიც განგაშის სიგნალმა გააღვიძა, ორი პაციენტის გამოყვანა შეძლო შენობიდან. ამ ეტაპზე მხოლოდ 12 ცხედარია ნაპოვნი.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა კლინიკის პაციენტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში ხანძრის დროს სულ 41 ადამიანი იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა, სავარაუდოდ, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება აღიძრა.