loader

ვაზისუბნელები ჩინურ კომპანიას მიწების წართმევაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაზისუბნელები ჩინურ კომპანიას მიწების წართმევაში ადანაშაულებენ

ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის მცხოვრებლები ჩინური კომპანია "ხუალინგის" მიერ წარმოებულ ოლიმპიური სოფლის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობა 500 ჰექტარზე მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, "ხუალინგმა" მათ საძოვარი მიწები, ხეხილები და ბაღები წაართვა, რითაც პრობლემები როგორც ვაზისუბნელებს, ასევე ვარკეთილელებსაც შეუქმნა.

ვაზისუბნელების პრობლემები ადგილზე მოისმინეს "ქართული დასისა" და "თავისუფალი საქართველოს" ლიდერებმა. ჯონდი ბაღათურია და კახა კუკავა მიწის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს ამზადებენ, რათა ქართული მიწები უცხოურ კომპანიებზე აღარ გასხვისდეს.

თავად "ხუალინგში" აცხადებენ, რომ მიწა კანონიერად შეიძინეს და მოსახლეობა პრობლემებზე სახელმწიფოს უნდა ესაუბროს.