loader

საპროტესტო აქცია მადრიდში და შეტაკების შედეგად დაშავებული 29 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპროტესტო აქცია მადრიდში და შეტაკების შედეგად დაშავებული 29 ადამიანი

29 ადამიანი დაშავდა ესპანეთის დედაქალაქში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. მადრიდის ქუჩებში მასობრივი აქციები ესპანეთში უმუშევრობის რიცხვის რეკორდულ ზრდას მოჰყვა.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ათასამდე დემონსტრანტმა პოლიციას ბოთლები და ქვები დაუშინა, საპასუხოდ კი სამართალდამცავებმა ხელჯოხები გამოიყენეს.

ესპანური El Pais-ის ცნობით, შეტაკების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, მათგან 14 პოლიციელი. სამართალდამცველებმა 15 ადამიანი დააკავეს. მომხდარის გამო პარლამენტში სესია ჩაიშალა.

საერთო ჯამში, ესპანეთში უმუშევრობამ რეკორდულ ციფრს მიაღწია - უმუშევართა რაოდენობა 6 მლნ-ს შეადგენს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე