loader

"ქართულმა ოცნებამ" მხარდამჭერების თითქმის ნახევარი დაკარგა - პაპუნა დავითაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართულმა ოცნებამ" მხარდამჭერების თითქმის ნახევარი დაკარგა - პაპუნა დავითაია

ნაძალადევში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა (მირზა) დავითაია თამარ კორძაიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იმედოვნებს, რომ თამარ კორძაია ნაძალადევში გააგრძელებს იმ აღმშენებლობას, რომელიც "რამდენიმე თვის წინ შეჩერდა".

ამასთან, მან განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეუსრულებელი დაპირებების გამო მხარდამჭერების თითქმის ნახევარი დაკარგა.
მისივე თქმით, გუშინდელი არჩევნებით დასრულდა ის რიტორიკა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.