loader

იტალიის მთავრობის დამტკიცებისას ორი პოლიციელი დაჭრეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიის მთავრობის დამტკიცებისას ორი პოლიციელი დაჭრეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

იტალიის დედაქალაქში, ახალი მთავრობის მიერ ფიცის დადების ცერემონიის დაწყებამდე, რომელიც საპრეზიდენტო სასახლეში იმართებოდა, უცნობი პირების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, ორი პოლიციელი დაიჭრა, - ამის შესახებ იტალიის ტელევიზია იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, გაისმა ექვსი-რვა გასროლა, რის შედეგადაც, ერთი კარაბინიერი ყელის არეში მძიმედ, მეორე პოლიციელი კი ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი, რომელმაც გაისროლა, მაშინვე დააპატიმრეს. ამ დროისთვის მთავრობის მიერ ფიცის დადების ცერემონია უკვე დასრულებულია. პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია. 

კადრები, სავარაუდოდ, სამოყვარულო კამერითაა გადაღებული.