loader

ხაშურში სატვირთო ტრაილერი მაღაზიაში შევარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურში სატვირთო ტრაილერი მაღაზიაში შევარდა

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ტელეკომპანია "იმედი" იუწყება, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხაშურში გზის პირას განლაგებულ მაღაზიაში შევარდა. შედეგად, მძღოლმა და ერთმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოილიციასთან ერთად მაშველებიც მუშაობდნენ. ტრაილერის მძღოლის და მისი თანმხლები პირის მანქანიდან ამოსაყვანად მანქანის გაჭრა გახდა საჭირო. დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.