loader

ექსტრემალი რეკორდის დამყარების პროცესში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსტრემალი რეკორდის დამყარების პროცესში გარდაიცვალა

45 წლის საილენდრა ნას როი რეკორდის დამყარებას ცდილობდა, თუმცა გინესის წიგნში მოხვედრის ნაცვლად, სიცოცხლე მოისწრაფა.

ინდოეთში, მდინარე ტეესტაზე გაბმულ ბაგირზე, მამაკაცი თმით დაეკიდა და ასე აპირებდა გინესის რეკორდების წიგნში კიდევ ერთხელ მოხვედრას. ექსტრემალური და, როგორც აღმოჩნდა, ფატალური ტრიუკის სანახავად, ხიდზე ასეულობით ადამიანი შეიკრიბა. საილენდრას თითქმის ნახევარი გზა ჰქონდა გავლილი, როცა თმა ბაგირზე გაიჭედა და მამაკაცმა ადგილიდან დაძვრა 35 წუთის მანძილზე ვერ მოახერხა.

აღმოჩნდა, რომ რეკორდის დასამყარებლად უსაფრთხოების არანაირი ზომა არ იყო დაცული: საილენდრას სამაშველო და სასწრაფოს სამსახურებიც კი არ ჰყავდა მობილიზებული. ტრიუკის სანახავად შეკრებილებმა მამაკაცის ჩამოხსნა ვერ მოახერხეს, დაგვიანებით მოსულ მაშველებს კი ხმელეთზე გამოყვანილი საილენდრა გარდაცვლილი დახვდათ - რეკორდსმენი გულის შეტევით დაიღუპა.

ექსტრემალი რამდენიმე რეკორდს ფლობს: გასულ წელს 42-ტონიანი მატარებელი თმით 3 მეტრზე გაათრია, 2011 წელს კი 82-მეტრის სიგრძის ბაგირზე წარმატებით ჩამოსრიალდა.

იხილეთ: ტრაგედია სცენაზე - იუდას როლის შემსრულებელმა თავი შემთხვევით ჩამოიხრჩო