loader

აფეთქება პრაღის ცენტრში - დაშავებულია 40-მდე ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფეთქება პრაღის ცენტრში - დაშავებულია 40-მდე ადამიანი

დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა პრაღის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულთა უმეტესობა მინის ნამსხვრევების მსხვერპლი გახდა. პოლიციის განცხადებით, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი. აფეთქების მიზეზის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩეხეთის დედაქალაქის უმეტესი ქუჩები გადაკეტილია, შეზღუდულია ავტოტრანსპორტის გადაადგილებაც, ახლომდებარე სახლებიდან მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით