loader

უკანონო საბრძოლო მასალის შენახვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკანონო საბრძოლო მასალის შენახვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი დააკავეს

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი დავით შ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას "ტომფსონის" სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "კალაშნიკოვის" სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 653 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).