loader

ფილმი, რომელსაც ცრემლის გარეშე ვერ ნახავთ - "მიწის სჯული" "კვირის პალიტრასთან" ერთად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფილმი, რომელსაც ცრემლის გარეშე ვერ ნახავთ - "მიწის სჯული" "კვირის პალიტრასთან" ერთად

". . . ეს ფილმი უნდა შევიდეს ყველა ქართველის ოჯახში ამ კურთხევის ასასრულებლად" - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

ემოციებით სავსე დოკუმენტური ფილმი "მიწის სჯული", რომელიც ქართველ ემიგრანტებზე მოგვითხრობს, სტუდია "გუთანმა" პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამერიკაში გადაიღო და ქართველ მაყურებელს ტკივილიან საფიქრალად შესთავაზა.

6 მაისს, "კვირის პალიტრა" სააღდგომო ნომერში წმინდა სანთელთან და წმინდა გიორგის ხატთან ერთად, სიმბოლურ ფასად, 3 ლარად შემოგთავაზებთ ფილმის DVD დისკს.

"მიწის სჯულზე" სტუდია "გუთანის" სამხატვრო ხელმძღვანელმა რეზო ჩხეიძემ და მთავარმა კონსულტანტმა გია ჭუბაბრიამ გულწრფელად განაცხადეს: "ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც კინოს სამყაროში ვართ და ასეთი ქართული მუხტით გადაღებული დოკუმენტური ფილმი ჯერ არ გვინახავს და არც გვეგულება ქართველი, "მიწის სჯულის" ცრემლის გარეშე ნახვა შეძლოს".

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია