loader

მაქვს ნანახი, როგორ ღრიალებდნენ: "ჩახოცეთ, მაგათი დედაცო" - ბაკურ სვანიძე იუმორისტებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაქვს ნანახი, როგორ ღრიალებდნენ: "ჩახოცეთ, მაგათი დედაცო" - ბაკურ სვანიძე იუმორისტებზე

იუმორისტი ბაკურ სვანიძე გიორგი აფციაურის მიერ ვანო ჯავახიშვილის წინააღმდეგ გამოთქმულ პრეტენზიას ეხმაურება. როგორც რადიო "პალიტრას" (103.9) გადაცემა "რეზიუმეში" მან განაცხადა, იგი თავად მუშაობდა "რუსთავი 2"-ის იუმორისტულ-გასართობი პროექტების მთავარ პროდიუსერად და საკუთარი ყურით აქვს მოსმენილი, თუ როგორი სასტიკი ფრაზებით იხსენიებდა იუმორისტების მთელი გუნდი გირგვლიანს, ვაზაგაშვილს, "ტელეიმედის" ჟურნალისტებს, 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს.

ბაკურ სვანიძის თქმით, ამ თემაზე მასა და იუმორისტებს შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგაც სვანიძემ არხი დატოვა. იგი აცხადებს, რომ გიორგი აფციაურიც ამ გუნდში იყო და ვანო ჯავახიშვილის, ოთო ლომთაძისა და სხვა იუმორისტების ანალოგიური პოზიცია ჰქონდა. მისი დღევანდელი პროტესტი კი, სვანიძის აზრით, "კაი ტიპად" თავის წარმოჩენის მცდელობაა.

იხილეთ: "რეზიუმე" - სტუმრები: ქეთევან ციხელაშვილი, ბაკურ სვანიძე

გიორგი აფციაური "რუსთავი 2"-ის გასართობი შოუების კულუარებზე სკანდალურ ფაქტებს ამხელს