loader

საზღვრის "უკანონო კვეთისთვის" დაკავებული 75 წლის მწყემსი გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზღვრის "უკანონო კვეთისთვის" დაკავებული 75 წლის მწყემსი გაათავისუფლეს

საქართველოს შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა.

სამინისტროს ინფორმაციით, ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად უკანონოდ დაკავებული გიორგი დოთიაშვილი გათავისუფლდა.

22 აპრილს რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო კვეთის" ბრალდებით, 1938 წელს დაბადებული გიორგი (ჟორა) დოთიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბალში დააკავეს. ოსური მილიციის თანამშრომლებმა 75 წლის მწყემსი ჯერ ღრომში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს.

უკანონოდ დაკავებული გიორგი დოთიაშვილი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს.