loader

სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით 11:30 საათისთვის მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, სადაც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.

ავარიის შედეგად გადაკეტილი იყო მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩიდან ვახუშტის ხიდამდე. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება, დაზიანებული ავტომობილები კი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. სანაპიროზე მოძრაობა აღდგენილია.