loader

"ბიზნესებს თლის და ჭერში აწყობს" - გოგა ხაჩიძე "ჭეშმარიტ" ხუხაშვილზე გვესაუბრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიზნესებს თლის და ჭერში აწყობს" - გოგა ხაჩიძე "ჭეშმარიტ" ხუხაშვილზე გვესაუბრება

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 4-წუთიანი გამოსვლა მთლიანად გია ხუხაშვილს მიუძღვნა.

"დღევანდელ საქართველოში ყველაზე აქტუალური შეკითხვაა - ვინ არის ხუხაშვილი? ვიცოდით, რომ ხუხაშვილი ექსპერტად იყო წოდებული. არჩევნების შემდეგ კი მისი მოსმენა სავალდებულო გახდა. როგორც თავად განაცხადა, დააიწყო ყველაფერი იმით, რომ ბიზნესმენებმა მასთან "აღსარებაზე" სიარული დაიწყეს "პიქსელის" შენობაში. "ბიზნეს-კომბლე" ხუხაშვილი ბიზნესებს თლიდა და ჭერში აწყობდა. ერთი სიტყვით, ცაში ფრინველს ვერ გაუფრენია და მიწაზე ჭიანჭველას, ხუხაშვილის გარეშე.

ხომ არ არის დრო, სასკოლო პროგრამაშიც შევიტანოთ ხუხაშვილი, როგორც სწავლება? ერთ დღესაც ჩემი ბინის კარებზე ზარი გაისმება, გავაღებ კარს და იქ დამხვდებიან საეჭვო გარეგნობის ადამიანები, რომლებიც მკითხავენ - გინდათ, გესაუბროთ ჭეშმარიტ ხუხაშვილზე?" - ასე დაასრულა ხანგრძლივი გამოსვლა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა".

იხილეთ:

დავსვათ თელია და საია-ს თანამშრომელი; ვნახოთ, ვინ უკეთ აღზრდილია - გია ხუხაშვილი

"არ არის საჭირო ხულიგნურ-ძველბიჭური საუბარი" - გოკა გაბაშვილი გია ხუხაშვილს

"ბ...შვილი ვიყო, არ აქვს წულუკიანს დიპლომი" - გოგა ხაჩიძე "ვანოს შოუში"