loader

"უდროოდ აღსრულებული" შრომის კოდექსი მშრალ ხიდზე დაწვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უდროოდ აღსრულებული" შრომის კოდექსი მშრალ ხიდზე დაწვეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან შრომის საერთაშორისო დღე თეატრალიზებული წარმოდგენით აღინიშნა. რუსთაველის გამზირზე პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მიტინგის მონაწილეებმა, სამგლოვიარო მუსიკის თანხლებით, მსვლელობა მოაწყვეს მშრალი ხიდის მიმართულებით, რითაც სიმბოლურად ე.წ. კოდექსის გასვენება მოაწყვეს. მშრალ ხიდზე მისულებმა ყოფილი ხელისუფლების მიერ მიღებული შრომის კოდექსის ფიტული დაწვეს.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ფიტულის კრემაციამდე "გამოსამშვიდობებელი სიტყვა" წარმოთქვა: "ეს შრომის კოდექსი დაიბადა 2006 წელს და აღესრულა 2013 წელს. ამ შრომის კოდექსმა მოახერხა იმდენი, რომ დაარღვია დასაქმებულის უფლებები, მან დაგვაშორა ევროპასთან და დროა მისი აღსასრულის", - განაცხადა პეტრიაშვილმა.