loader

ალისტრახო, "კასპელი ზაურა" და სხვა სახეები ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ შეხვედრაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალისტრახო, "კასპელი ზაურა" და სხვა სახეები ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ შეხვედრაზე

კინოს სახლში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერთა შეხვედრა გაიმართა. ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრებთან - მამა როლანდ ახალაიასა და მეუღლე ანი ნადარეიშვილთან ერთად, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ყოფილი სამხედრო პირები, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე, "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის, ეკა ხერხეულიძე და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია.

კინოს სახლში მოეწყო ფილმის ჩვენებაც, რომელიც ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ასახავს იმას, თუ რა რეფორმები და პროგრამები განხორციელდა ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს თავდაცვის უწყებაში. ფილმის ჩვენებას ესწრებოდა "კომედი ქლაბის" მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილიც.


კინოს სახლთან ასევე იმყოფებოდა წინასაარჩევნო პერიოდში ცნობილი სახე, ე.წ. "მედიაჯგუფის" წარმომადგენელი ალისტრახო, რომელმაც ჟურნალისტებთან უარყო, რომ შეხვედრაზე დასასწრებად იყო მისული და ფილმის ჩვენებაზე აღარ გამოჩენილა.