loader

სამართალდამცველებმა "ლაბორატორია 1918"-ის წევრები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა "ლაბორატორია 1918"-ის წევრები დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის რამდენიმე წევრი დააკავეს.

მომხდარის შესახებ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ინფორმაციით, "ლაბორატორია 1918"-ის რამდენიმე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ აქციის გამართვის დროს მაშინ აიყვანეს, როცა სტუდენტებმა გზა გადაკეტეს და სამართალდამცველებს მისი გახსნის საშუალება არ მისცეს.

სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლები აქციას მშრომელთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით მართავდნენ.

ფოტო გამოყენებულია ჟურნალ "ლიბერალის" ვებ-გვერდიდან.

იხილეთ: "ვშრომობთ ვირები, ჭამენ ბრიგადირები" - სტუდენტებმა აქცია გამართეს

რას ყვებიან თვითმხილველები "ლაბორატორია 1918"-ის აქციაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ