loader

ალასანია სოფლის მეურნეობის სამინისტროში კირვალიძესთან დასამშვიდობებლად მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალასანია სოფლის მეურნეობის სამინისტროში კირვალიძესთან დასამშვიდობებლად მივიდა

სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილმა მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებთან ბოლო თათბირი გამართა, რის შემდეგაც მან თავდაცვის მინისტრი მიიღო. ირაკლი ალასანია სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავით კირვალიძესთან დასამშვიდობებლად მივიდა.

"მართლაც ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. მის გადაწყვეტილებას ყველანი განვიცდით, პრემიერ-მინისტრი კი - პირველ რიგში, თუმცა დათო კირვალიძე გააგრძელებს ამ პერიოდში რჩევების მოცემას და დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს", - აღნიშნა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ, კირვალიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პასუხისმგებლობას იღებს სამინისტროში მიმდინარე მოვლენებზე: "ვიღებ ჩემს წილ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ამ ადამიანს დიდ პატივს ვცემ, მათი უმრავლესობა ჩემი პირადი მეგობარია, მასწავლებლებიც არიან. მოუთმენლად ველი, რომ დროზე დასრულდეს გამოძიების პროცესი, გაირკვეს სიმართლე", - განაცხადა კირვალიძემ.

დავით კირვალიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მისი გადადგომა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია