loader

"როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი" - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი" - გიორგი მარგველაშვილი

ვიცე პრემიერი გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი კოდექსის პროექტს "როზა ლუქსემბურგის ოცნებად" აფასებს. როგორც განათლების მინისტრმა "ჯიპას" სტუდენტებთან 2 მაისს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით "დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება".

"პარლამენტში როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული. როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ, დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრის "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია