loader

სომალიში 2 წლის მანძილზე შიმშილით 260 ათასამდე ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომალიში 2 წლის მანძილზე შიმშილით 260 ათასამდე ადამიანი დაიღუპა

258 ათასი ადამიანი დაიღუპა შიმშილის გამო სომალიში, მათი უმეტესობა 5 წლამდე ბავშვია. შემაშფოთებელი სტატისტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშშია აღწერილი, რომელიც 2010-2012 წლის პერიოდს მოიცავს.

"ჩვენ ვიტანჯებით საკვების, სუფთა წყლის და წამლების უკმარისობის გამო და ვთხოვთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დროულად მოგვაწოდონ საკვები. ბოლოს ჩვენ საკვები გასულ წელს დაგვირიგეს, მას შემდეგ ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავს და გვჭირდება დახმარება" - ამბობენ ადგილობრივები.

გაეროს მოწოდებული კვლევების ავტორების განცხადებით, სომალიში მიმდინარე მოვლენები, მსოფლიოში ყველაზე მძიმეა უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში.


euronews.net-ის მიხედვით